GNG

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვქმნით ექსკლუზიურ, დიზაინერულ ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთით - სივრცეებისთვის, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შავი სამზარეულოს კუნძული და ჩაშენებული კარადები

2015 წლიდან დღემდე, ჩვენი მთავარი მისიაა იდეების რეალობად ქცევა უმაღლესი ტექნიკური სიზუსტითა და ხარისხის უნაკლო სტანდარტით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ წამყვან ქართველ თუ საერთაშორისო ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან, რათა შევქმნათ ავეჯი, რომელიც დროს უძლებს.

რატომ ირჩევენ ჩვენს გუნდს?

11-წლიანი გამოცდილება და გლობალური ბრენდების ნდობა

წლების განმავლობაში განხორციელებულმა რთულმა, მასშტაბურმა პროექტებმა გვასწავლა მთავარი: უმაღლესი ხარისხი და ვადების მკაცრი კონტროლი. ჩვენს პორტფოლიოშია ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა და სივრცეების სრული თუ ნაწილობრივი ავეჯით უზრუნველყოფა, როგორებიცაა: Holiday Inn, Radisson Collection (Tsinandali), Best Western, Moxy, Marriott, Philip Morris, Coca-Cola, Mango და სხვა.

26-წლიანი პროფესიონალური ექსპერტიზა

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სფეროს წამყვანი სპეციალისტებით, რომელთაც ინდუსტრიაში 26-წლიანი გამოცდილება ზურგს უმაგრებს. გვიმუშავია ისეთ ცნობილ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან, როგორებიც არიან: ინგო მაურერი, თამარ კვესიტაძე, ქეთუნა ყრუაშვილი (NOA Studio), სერგი ფანცულაია (DEFANI), ნია მგალობლიშვილი და სოფო შევარდნაძე (Design Bureau), ნათია მანჯგალაძე (SAMI Studio) და სხვები.

ტექნიკური სრულყოფილება და მასალების ფართო არჩევანი

ჩვენ არ ვართ შეზღუდული სტანდარტული მასალებით. გარდა იმისა, რომ ვაკეთებთ ავეჯის სრულყოფილ ტექნიკურ ნახაზებს, ოსტატურად ვმუშაობთ ყველაზე რთულ და მრავალფეროვან მასალებთან:

ხე და წარმოებულები:
შპონი, მასივი, ლამინატი, MDF
ლითონები:
რკინა, უჟანგავი ფოლადი, ლატუნი, ალუმინი
ქვა:
ხელოვნური ქვა, კვარცი, Corian, Neolith
სხვა მასალები:
ტექსტილი, ნატურალური ტყავი და შუშა
დეკორატიული კედლის პანელები ინტეგრირებული განათებით

ერგონომიკა და ხარისხის სტანდარტი

ჩვენი ფილოსოფია მარტივია: ავეჯი პირველ რიგში უნდა იყოს ფუნქციონალურად გამართული და ერგონომიული, ხოლო შემდეგ - ვიზუალურად შთამბეჭდავი.

პრემიუმ პროექტებში ვიყენებთ მხოლოდ დროსა და პრაქტიკაში გამოცდილ, უმაღლესი ხარისხის მასალებს.

ბიუჯეტურ პროექტებშიც კი არასდროს ვზოგავთ თანხას ხარისხის ხარჯზე - ვიყენებთ გამძლე ფურნიტურასა და მასალას, რაც უზრუნველყოფს ავეჯის ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

ვისთვის ვქმნით?

ჩვენი ავეჯი შექმნილია ყველასთვის, ვინც აფასებს საკუთარ დროს, ითხოვს უნაკლო ხარისხს და ეძებს ფუნქციონალურ, ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს.

ჩვენი გუნდი დაყოფილია სპეციალიზებული სეგმენტების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს თანაბარი ოსტატობით მოვემსახუროთ როგორც მსხვილ ბრენდულ სასტუმროებსა და მაღაზიებს, ასევე ინდივიდუალურ, ექსკლუზიურ საცხოვრებელ პროექტებს.